უშუქობა უგაზობა,90 წლების ზამთარი…

გაყინული ფეხებით ძილი თითქის შეუძლებელი იყო…საწოლთან დავიდგი ვაი-ვაგლახით გათბობილი წყლიანი ტაშტი და ფეხები დავითბილე,შევწექი ლოგინში იმ იმედით,რომ ახლა მაინც მეღირსებოდა ძილი…ცალკე ქალიშვილის დარდი,არ მაძინებდა მშობიარობა ახლოვდებოდა და ფორიაქში ვიყავი…როგორც იყო ჩავთბი და ჩამეძინა,სიზმრებმა სად არ მატარა.ჯერ ისევ ძილღვიძილში ჩამესმა ტელეფონის გამყივანი წკრიალი.სასწრაფოთ წამოვხტი,ხომ არავის უჭირს?აბა ღამის 2 საათზე,რომელი ჭკუათმყოფელი დარეკავდა უმიზეზოდ…ერთი ფეხი ტაშტში,უკვე გაყინულ წყალში ჩავდგი,მეორე იატაკზე და აყირავებული ტაშტიდან გადმოქცეულ წყალში გამისრიალდა და მთლიანად წყლის გუბეში აღმოვჩნდი,მაგრამ ისე  ძლიერი იყო იმის ცოდნა,ხომ არ დაეწყო სამშობიარო  ტკივილები  ჩემს ქალიშვილს  გალუმპული მივრბოდი ტელეფონისკენ,რომელიც შემოსასვლელში იყო  დაკიდული კედელზე  ,ხელის ცეცებით ვიპოვე  და შევძახე:-გისმენთ! გისმენთ!-  იქიდან კი მხიარულმა კაცის ხმამ იკითხა-ქალბატონო აბანოა?!-აბანო შე და ჭირი! მივაძახე და ყურმილის დაკიდებაც ვერ მოვასწარი,რომ ჩამძახა-აბა,შიშველი და სველი,რატომ ხართ?!

Advertisements
%d bloggers like this: