მარშუტკა,რეისი ძევერა-შერთული.

ავტოსადგურში ჩამომდგარ მარშუტკას ძევერა- შერთულს ორიოდე მგზავრი ელოდა.გასვლამდე მთელი საა თი იყო დრო დარჩენილი…შვილიშვილისთვის ბანანი და სათამაშო მანქანა ვიყიდე,გამყიდველმა საჩუქრად „მარტორქაც „მომცა,ამაოდ ველოდე ჯიხურის გაღებას, ჟურნალი მინდოდა მეყიდა,სალაროში ბილეთებს არ ყიდიდნენ,შეგიძლიათ აბრძანდეთ,დამაკვალიანა მოლარემ.მარშუტკის სალონი მძინარე მამაკაცს ჰქონდა ჩახერგილი,წინა სავარძელზე დავჯექი.მძღოლი ამაოდ ეხვეწა,რომ ნორმალურად დამჯდარიყო,უჭირდა გამოფხიზლება…მძღოლის აქტიური მცდელობის შემდეგ,როგორც იყო გაიღვიძა,მაგრამ ვერ შესძლო ხელ-ფეხის დამორჩილება.-ვიცანი,ის ჩემს თვალწინ გაიზარდა,მახსოვს სპორტული ჩანთით ამოივლიდა ხოლმე ქუჩაზე,დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნე…მოკრივე იყო,მერე დაქორწილდა და ულამაზეს გოგო ს ვხედავდი მის გვერდით,ერთმანეთს მიყოლებული ვაჟებითაც მახსოვს…მერე კი მისი ცხოვრების ბორბალი უკუღმა დატრიალდა ჩხუბის გამო ციხეში მოხვდა,მიატოვა ცოლმა,თვითონ კი ლოთობის მორევში გადაეშვა,აქამდე ჩაძირული ადამიანი სასმელში არ მინახავს…გამოღვიძებულმა მონოლოგის ლუღლუღი დაიწყო,რომელიც მგზავრების ყურამდეც ახწევდა,ყველა სინანულიდ აქნევდა თავს…ჩამომდგარ მარშუტკას ხელზე მოვაჭრე ქალები აკითხავდნენ:-სველი სალფეტკი,ნასკები, დანები…გვთავაზობდნენ ,დანის გაგონებაზე ფხიზლდება:-მოაცილეთ დანები! მაგან დამღუპა,დანას ხელში არასოდეს ავიღებ!-მოიტანეთ პლანი,წამალი,…
-შენ კიდევ პლანი გინდა?,ვერ ხედავ,რომ იღუპები? მოძღვრავს ხანშიშესული ქალი.მერე დახმარებას ითხოვს,რა სახის დახმარება უნდა გვიან ვხვდები…სავარძლის ქვეშ გორაობენ ლუდისა და არყის ბოთლები…ცუდად ვარ…ლუღლუღებს უმწეოდ…ცოტა მოითმინე,სთხოვა მძღოლმა,მაგრამ ის ისევ ჯიუტად ითხოვდა შველას,პატარა ბიჭმა ტუჩებთან მიუტანა სასმელი და ერთ ყლუპს ასმევს,“ერთი კიდევ,“და ერთი ყლუპის შემდეგ თითქოს მოცოცხლდა,ამასობაში კარალეთთან მივედით,სახეზე უსიამოვნო ფერი ედება.
-აქ ,უვარგის ი ხალხი ცხოვრობს! (ცოლყოფილი ამ სოფლიდანაა) იგინება…მძღოლს საცაა ნერვები უმტყუნებს სარკეში მოჩანს მისი განერვიულებული სახე…როგორც იყო სოფლამდე მივახწიეთ,მძღოლი ბირჟაზე მდგომ ბიჭებს ეძახის-მოდით მიეხმარეთ…ყველა ჩვენთაგანს ბოლო სიტყვა საფიქრებლად დაგვიტოვა:“ნეტავ მოვკვდებოდე!“ის ჩვარივით მოღვენთილი და თითქმის ხელში აყვანილი ჩაყავთ ბოთლებთან ერთად…სალონში რეპლიკების წვიმაა:-„ციხეში სხვებიც მსხდარან,მაგრამ ასე არ გაუბედურებულან…“-„იცით რა ბიჭი იყო?“ვიღაცას ებრალება,“საწყალი დედამისი“-მე კი მისი შვილები მეცოდებიან,ამ გენეტიკის პატრონები,მათი პაპაც სასმელის სიყვარულმა დაღუპა,რომელიც წითელი დიპლომებით ამაყობდა მუდამ.-მარშუტკა ჩემს გაჩერებაზე შეჩერდა…საოცრად გულდამძიმებული ჩავდივარ…მხოლოს შვილიშვილთან შეხვედრის სიხარულმა გამომაფხიზლა.

Advertisements

2 responses to this post.

  1. ლამაზად წერ, რომ მოინდომო ძალიან მაგარ მოთხრობებსაც დაწერ, მაგრამ მგონი გეზარება ხოლმე წერა. ბლოგროლს თუ არ გადავხედე აქ შემოსვლა არ მახსენდება, მგონია რომ არც კომენტარს პასუხობ, არც ახალი პოსტი დამხვდება და არც ახალი სურათი. ცოტა თვალიერებადი რომ გახადო ბლოგი არ გინდა? მე მინდა სიამოვნებით წავიკითხავ ხოლმე საღამოობით აქ ახალ წერილებს.
    იმოქმედე. 😉

  2. მეცოდება ასეთი ხალხი, მაგრამ თან არც… ეს მათი არჩევანია. ზოგს უფრო მძიმე ცხოვრებაც გადაუტანია, მაგრამ არ გალოთებულა. გამართლებას მაინც ვერ ვუძებნი. დასანანია, რომ ასე სუსტდებიან ადამიანები 😦

დისკუსია დახურულია.

%d bloggers like this: