წერილ…

წერილებს გწერდი,მაგრამ არასდროს გამომიგზავნია, ვწერდი და ვხევდი…ახლაც დაგიწერ, მაგრამ შენ ვერასოდეს წაიკითხავ, ძალიან, ძალიან მიყვარდი და მძულდა საკუთარი თავი ამ დიდი სიყვარულისთვის,რუსთაველმა კი სთქვა : —–“-სიყვარული აგვამაღლებსო!, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სიყვარულმა გამანადგურა, შენი მსგავსი არავინ მეგულებოდა ამ ქვეყანაზე, არავინ იყო ისეთი შენთვის რომ შემედარებინა, შენ იყავი ჩემთვის ყველაფერი…(არადა დენი დე ვიტოს, რა საოცრად ჰგავდი…) როცა, ისე გაიხურე კარები, რომ უკან აღარასოდეს მოგიხედია, ჩემ თავს საშინელი განაჩენი გამოვუტანე, უნდა დამევიწყებინე! რადაც არ უნდა დამჯდომოდა…გავანადგურე ყველა შენი ფოტო, გავაჩუქე შენი ტანისამოსი,ისიც რაც ჩემთვის გიყიდია როდისმე…გიყვარდა ჩემი გრძელი შავი თმა, შევიჭერი და გადავიღებე ჩალისფრად, ყველაფერი ისე გავაკეთე, რაც ძალიან გაგაღიზიანებდა…მაგრამ როცა მივხვდი არაფერი შვებას არ მგვრიდა, გავჩერდი…დავიწყებით კი ვერ დაგივიწყე, ახლაც დილა შენი გახსენებით იწყება, ვიბან ხელებს და ვიხსენებ, როგორ გეჭირა საპონი ორი თით და წყალს ავლებდი…როგორ იცოდი თმის დავარცხნა..”.დონა ფლორა” მახსენდება ვერაფრით, რომ ვერ დაახწია თავი ქმარზე მოგონებებს თავი, ან რა შორს მივდივართ:” -ჩემი კიას დამკარგავი, როგორა ვარ ცოცხალი?”-არ დაიჯეროთ რომ ამბობენსიყვარული რამდენჯერმე მოდიოდეს თითქოს, არა! სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის!

Advertisements
%d bloggers like this: