Posts Tagged ‘მე’

მე,რომ წავიდე…

ყოველ დილით,ვინ უნდა შეგახსენოს-რომ სამსახურში გაგავიანდება?-ვინ გახვედრებს ყოველ დილას საკიდზე გაუთოვებულ ტანსაცნელს? ვინ გიმზადებს:საუზმეს,სადილს ვახშამს? ვინ განუგეშებს,როცა,ასე გჭირდება თანაგრძნობა? ვინაა შენთან,როცა ავად ხარ? ვინ აყურადებს ღამით შენს სუნთქვას? ვინ გლოცავს ყოველ დილას,რომ კეთილ გზაზე იარო? ვინაა ის, ვიზედაც შეგიძლია მთელი შენი უარყოფითი ბოღმა ამოანთხიო?მან კი ყველაფერი დიდ სულოვნად გაპატიოს?, ვინაა ის ვინც ყოველ საღამოს გელოდება და ყოველიწუთის დაგვიანებისას შფოთავს?,ვინაა, ვინც უთქმელად გიგებს და ყველაფერს გპატიობს? ვინ ჩაიხედა შენს გულში ასე ღრმად,სადაც მხოლოდ სიყვარულია,ასე გადაგვარებული და მაინც სიყვარული…ვის სტკივა შენი ყოველი მარცხი?,ვის ახარებს შენ სახეზე ღიმილი ?ვინ ილოცებს,შენ თუ მასზე ადრე წახვედი შენი სულისთვის? ვინაა ის ვისაც ყველაზე ძალიან უყვარხარ?!

Advertisements

დიაგნოზი “კიბო”

გადავწყვიტე, მარტოდ წავსულიყავი…მოსაცდელი სავსე დამხვდა,ყველა ექოსკოპიის კაბინეტთან იყო ,რიგი დავიკავე და კედელს მივეყრდენი,უსაშველო,რომ მჭირს ექიმის გარეშეც ვხვდები..(.ნეტა ნაცნობი არავინ შემხვდეს) ერთმანეთის ამბებს ვისმენთ…სამ საათიანი ლოდინის შემდეგ, ჩემი რიგიც დგება…ექიმი მონაცემებს იწერს,ღირებულებას ვიხდი და მერე ვწვები ტახტზე…-“ეს შეიძლება აფრიკის, რომელიმე კუნძულის მცხოვრებს დამართნოდა!” “კი, მაგრამ სად იყავით აქამდე?”მერე ქირურგს ურეკავს:”მოდი განსაკუთრებული, შემთხვევაა…”
ეტყობა არ ეცალა ქირურგს და არ მოსულა..მერე ცდილობს დამამშვიდოს, თუმცა არაფერი მჭირს დასამშვიდებელი,რადგან თვით ყველაზე უარესისთვის მზად ვიყავი…
ქირურგის კაბინეტთან სკამზე ვჯდები…ისეთი გასაცოდავებული ვარ ჩემი თავი მებრალება…”მე მელოდებით?”-შევდივარ ექიმთან და ექოსკოპიის პასუხს ვაწვდი, ჩამოვჯექი…”კარები დახურეთ” ვდგები და ვხურავ კარებს, საკმარისია მუცელზე ხელით შემხებოდა და გადაწყვეტილებას იღებს: ონკოლოგიურში! თქვენ გიგანტური კისტომა გაქვთ და ოპერაცია სასწრაფოდ გჭირდებათ! -თქვენ, არ გამიკეთებთ? ხავს ვებღაუჭები…-ვნახოთ, მოიყვანეთ მეუღლე, შვილები და გადავწყვიტოთ…1200 ლარი ღირს ეს ოპერაცია”,ეტყობა ძალიან საბრალო გამომეტყველება მქონდა..(1200 ლარი ჩემს ოჯახისთვის დიდი თანხა იყო მაშინ…მხოლოდ მეუღლე მუშაობდა, ორი სტუდენტი შვილი…) მერე , მეორე ოთახში შევყევარ სადაც ,ქალები რამდენიმე ქალი უზის მაგიდას, მათ უხსნის, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვარ,რადგან მუცელი სავსე მაქვს სიმსივნით..გადაპრანჭული ქალები თავებს აკანტურებენ და ნწუ, ნწუს იძახიან…მოვდივარ ქუჩაში განადგურებული და სრულიად უიმედო…”რა ეშველებათ ჩემს შვილებს?!” “სად იშოვის ჩემი საბრალო ქმარი ამ თანხას?” და კინო კადრივით გაირბინა მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ…