Posts Tagged ‘werili…bavshoba’

წერილი ფრანჩესკას

ფრანჩესკა გმადლობ წიგნის გამოგზავნისთვის (საკუთარი ლექსების) ძალიან გამახარე! მისი კითხვისას კი იმ ბავშობის ხანაში დამაბრუნე,სადაც გავიზარდეთ ის სურნელიც კი შევიგრძენი შენს ორღობეში იასამანი ,რომ აფრქვევდა…ბევრი მოგონება მაკავშირებს, შენთან შენს ლამაზ ოჯახთან, მთელ დღეებს თქვენ ოჯახში ვატარებდი, ხან შენი დაიკოს ირმას გაღვიძებას ველოდი,რათა თავის ცისფერი თვალები შემოენათებინა ჩემთვის , ხან დაძინებისას დარწევის უფლება, რომ მომეპოვებინა…იმიტომ იყო მამაშენმა , რომ იხუმრა:”ეს ბავშვი მაინც სულ ჩვენთანაა და ხომ არ გვეშვილაო?!”შენი ლამაზი დედის, დეიდა ეთერის სიმღერა მახსოვს…თამაშის ხანა მალე დამთავრდა და მთლიანად სწავლას და კითხვას ვუთმობდით დროს,ჩვენ ნავთსაყუდელი ბიბლიოთეკა გახდა, ვკითხულობდით ყველაფერს, ყველა ჟანრის ნაწარმოებს,თქვენი რჩევით”მანონ ლესკო” წავიკითხე, გაგებით ვერაფერი გავიგე, რადგან ჯერ მზად არ ვიყავი…მერე წლების მერე ახლიდან ვკითხულობდი ადრეულ წლებში გაუაზრებლად წაკითხულს…მერე იყო დრამ წრე და თქვენი არტისტული ნიჭის გამოვლინება…სოფელ-სოფელ ჩატარებული სპექტაკლები..ვერიკო, მუდამ მთავარ როლში,”ბაღჩისარაის შადრევანი” (მგონი ასე ერქვა?) ვერიკო წითელ ლამაზ კაბაში გულ განგმირული ეცემა სცენაზე…შენ მთხრობლის როლში იყავი არა?მიშა გავიხსენოთ ჩვენი დრამ წრის ხელმძღვანელი, მან გარკვეული როლი ითამაშა ჩვენი ხელოვნებისადმი დაინტერესებაში…შეგვეძლო დილიდან საღამომდე ხელოვნების და თეატრის შესახებ გვესაუბრა მასთან ერთად,ქეთევან დავიდოვნა(სოფლის პირველი მასწავლებელი)ეს იყო ყველანაირად გავითარებული ადამიანი ,მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ, მისი ხეივნის ქვეშ დღეებს პოეზიის და ლიტერატურის განხილვაში ვატარებდით, ზეპირად ვიცოდით ტაბიძე,გელოვანი ..ვეფხისტყაოსნიდან ხომ საათობით შეგეძლო წაგეკითხა…სად წავიდა ნეტავ ქეთავან დავიდოვნას ხელშეხებული წიგნების ბიბლიოთეკა ან ის სარკე სადაც ძალიან ლამაზები ვჩანდით?დრო უსწრაფესად გავიდა დამთავრდა ბავსობის ულამაზესი ხანა და მკაცრი რეალობის წინ პირისპირ აღმოვჩნდით,ეს არ ჰგავდა იმ წიგნებში ამოკითხულ სიყვარულის ამბავს,მალე მარტოს მომიწია ჩემს”პატარა სასწაულთან” დარჩენა,მახსოვს მსტუმრობდი და ჩემს ქალიშვილს სიყვარულით ანებივრებდი,ბაღშიც მიაკითხე და ატირებული ამოიყვანე მანეჟიდან და გულზე ახუტებული მომიყვანე, ერთად ვაბანავეთ და შენ რატომღაც “ინწეგდანა” უმღერე,მას შემდეგ ჱოველ ძილის დროს გკითხულობდა”-დედა “ინწეგდანა მოვა?”დრომ თავისი გაიტანა შენც ბევრი საზრუნავი გაგიჩნდა ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, ჩემი დისგან ვიგებდი თქვენს ამბებს,ვიცი ჩემი და და დედა გსტუმრობდნენ თბილიში, როცა დედაჩემი ავად იყო და ნინოს თბილისსი ჰყავდა ექიმთან,
გმადლობ ფრანჩესკა! წლების მერე მეც ვყავდი ნინოს შენთან..ვერ გავხალისდით, ვერ ვისაუბრეთ…გულდამძიმებული ვიყავი (ჩემი ავადმყოფობით) ძალიან მომეწონა შენი პატარა ლამაზი სახლი,სადაც შენი ერთადერთი ლამაზი ვაჟკაცი აღზარდე და დედასავით სამშობლოს სიყვარულით უძგერს გული,გაგიმრავლდეს და ათასად იქცეს!ბებია გამხდარხარ , გილოცავ და ვუსურვებ გაზრდილიყოს ჯანმრთელი და საამაყო ქართველი! არ ვიცი კიდევ, როდის შევხვდებით?ერთდროს კი უახლოესი ადამიანი იყავი ჩემთვის! ამ პატარა მოგონებით შემოვიფარგლები,შენ მაპატიე, თუკი ყველაფერი ისე ვერ გაგახსენე…

(